როცა საუბარი ფეხბურთზეა, ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის სიმპათიები “ბარსელონასა” და “მილანისკენ” იხრება.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყოფილი მოთამაშე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, აბობს, რომ “მილანისადმი” კეთილგანწყობა იტალიაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებამ განაპირობა. მისი მამა, ჯო ბრაიანტი პროფესიონალურ დონეზე იქ თამაშობდა.
ლეგენდარულ რონალდინიოსა და ლიონელ მესისთან მეგობრულმა ურთიერთობამ, ბრაიანტს “ბარსელონაც” შეაყვარა.
“მე კვლავ მიყვარს “მილანი” მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემი ფავორიტი ბრენდისკენ არ იხრებიან და აგრეთვე “ბარსელონა”. თუ ხელს მომაჭრით 4 ფერს – ლურჯს, ბროწეულისფერს, წითელსა და შავს დაინახავთ.”-თქვა კობიმ ESPN-სთან ინტერვიუში.



