FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუსა და “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის პირადი წარმატება მიულოცა.
“რეალის” შვიდიანს ორი შვილი შეეძინა, ლიონელ მესი კი არგენტინის ქალაქ როსარიოში, ანტონელა როკუცოზე დაქორწინდა.
“კრიშტიანუ რონალდუს ტყუპების დაბადებას ვულოცავ, ხოლო ლიონელ მესის – დაქორწინებას.”-ამბობს ინფანტინო.



