არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ ლიონელ მესის დაქორწინება მიულოცა. აგრეთვე, არმანდომ “ალბისელესტეს” ახალ თავკაცზე, ხორხე სამპაოლიზე ისაუბრა, რომელიც თავის დროზე ლუის ენრიკეს შემცვლელად მოიაზრებოდა.
“მესი დაქორწინებას ვულოცავ და მის შვილებს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ლეომ იცის, რომ მე ის ძალიან მიყვარს. ჩემი საქორწილო მისაწვევი სადღაც “დაიკარგა”, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება. ეს აგრეთვე არ ცვლის იმ ფაქტს, რომ არგენტინელი კარგი სპორტსმენი და შესანიშნავი პიროვნებაა.
რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, მე ხორხე სამპაოლი გამყიდველად მიმაჩნია, ასეთ ხალხზე კი არ ვსაუბრობ. გუნდის ყველა ფეხბურთელი კარგი ადამიანია და მათ წარმატებას ვუსურვებ.”-ამბობს მარადონა.