“ბარსელონა” “მონაკოს” ნახევარმცველს, ტომას ლემარს აკვირდება. L’Equipe-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონს მისი გაშვება არ სურს.
ლემარს, აქტიურად დაინტერესებული “არსენალის” გარდა, კიდევ რამდენიმე ევროპულმა გრანდმა დაადგა თვალი. ტომასი “სიტის”, “ჩელსისა” და “ბარსელონას” რადარზე იმყოფება.
ბერნარდო სილვას დაკარგვის შემდეგ “მონაკო” მას 35 მილიონ ევროზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ გაუშვებს. გასულ სეზონში 21 წლის ლემარი ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.


