როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, როსარიოში ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართება. ცხადია, ცერემონიას დაესწრებიან “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელები და ყველა ამჟამინდელი მოთამაშეც, რომელთა ნაწილი უკვე არგენტინაშია.
ზოგმა მათგანმა ერთადაც იმგზავრა. პირველი მათგანი მესის ყოფილი თანაგუნდელი და მისი ახლო მეგობარი ხოსე მანუელ პინტო იყო პეპ კოსტასთან ერთად.
ოდნავ მოგვიანებით, ერთად ჩავიდნენ: კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, სამუელ ეტო’ო, ჩავი ერნანდესი და სესკ ფაბრეგასი. ყველა მათგანს თან პარტნიორი ახლავს. მათთან ერთად იმგზავრა ალეხანდრო ეჩევარიამ, “ბარსელონას” მწვრთნელმა ლაპორტას დროს, რომელსაც ფეხბურთელთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ქონდათ.