მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში “ბარსელონა” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი “ემირეითს სთედიუმზე” 16 თებერვალს გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, სავარაუდოდ 27 იანვარს, ლონდონელები კატალონიელებს 2550 ბილეთს გადასცემენ. აქედან გასათვალისწინებელია 510 ბილეთი, რომელიც უკვე კატალონიელებს წინასწარ აქვთ დაჯავშნული, აქ ასევე შედიან კლუბის დელეგაცია და ფეხბურთელების ნათესავები. გამოდის, რომ 2040 ბილეთი დარჩა გასაყიდი, რომელსაც “ბარსელონა” დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მიიღებს.
ბუნებრივია მეორე მატჩს უფრო მეტი კატალონიელი გაესწრება, რადგანაც მატჩი “კამპ ნოუზე” 8 მარტს გაიმართება. ჯერ არ არის ცნობილი თუ რამდენ ბილეთს “გაიმეტებს” კატალონიელთა ხელმძღვანელობა ლონდონელებისათვის.



