1997 წლის 28 ივნისს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, ერთმანეთს “ბარსელონა” და სევილიური “ბეტისი” დაუპირისპირდნენ. ლუის ფიგუს საოცარი გამოსვლის წყალობით კატალონიურმა კლუბმა გამარჯვება მუდმივი ანტაგონისტის, “მადრიდის რეალის” სტადიონზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” იზეიმა. პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ 1959 წლის 28 ივნისს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “სანტოსთან” განადგურდა, ანგარიშით 1:5. მატჩში მონაწილეობა ლეგენდარულმა პელემ მიიღო.



