მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასია” ტალანტებისგან იცლება

“ლა მასია” ტალანტებისგან იცლება

“ბარსელონას” საფეხბურთო აკადემია “ლა მასია” ტალანტებისგან ნელ-ნელა იცლება. თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბი დატოვა.

რამდენიმე დღის წინ, “მონაკომ” “ბარსას” ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის, ემბულას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია “ლა მასიას” საუკეთესო წარმომადგენლის, ერიკ გარსიას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლაც.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, “ბარსას” კიდევ ერთი ტალანტი, “ჟუვენილ ბ”-ს 17 წლის მარჯვენა მცველი მატეუ მორეი დატოვებს, რომელიც მიუნხენის “ბაიერნში” 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში