ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, პაულინიომ “ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, იტყობინება ინტერნეტგამოცემა Goal.
წყაროს ცნობით, მხარეები 4-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ და ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა ფეხბურთელში 20-25 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, ჩინური კლუბი 40 მილიონს იხდის.
ცოტა ხნის წინ, კომენტარი თავად პაულინიომ გააკეთა, რომელიც “ბარსელონას” დაინტერესებით მოხარულია.


