ბრაზილიური Globo Esporte-ს ინფორმაციით, “სანტოსმა”, FIFA-ს იურიდიულ დეპარტამენტში, “ბარსელონას” წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. საქმე ლუკას ლიმას ტრანსფერს ეხება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი, რომელსაც “სანტოსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება, იანვარში “ბარსელონაში” უფასოდ გადავა. FIFA-ს წესების თანახმად, კატლალონიელებს, “სანტოსის” ნებართვის გარეშე, ლუკას ლიმასთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება 1 ივლისამდე არ ჰქონდათ.
როგორც “ბარსელონას” წარმომადგენლები, ასევე თავად ფეხბურთელი შეთანხმებას უარყოფენ, მაგრამ “სანტოსმა” სამართლებრივ ფორმებს მაინც მიმართა.



