მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიო და “ბეტისი” ვერ თანხმდებიან

ტელიო და “ბეტისი” ვერ თანხმდებიან

“ბარსელონას” 25 წლის შემტევის, კრისტიან ტელიოს “ბეტისში” ტრანსფერი, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის მიზეზი ფეხურთელისა და სევილიური კლუბის შეუთანხმებლობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” და “ბეტისი” ტელიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. დასახელდა ფეხბურთელის ღირებულებაც – 8 მილიონი ევრო.

თუმცა, თუ Marca-ს დავუჯერებთ, ტელიოს “ბეტისის” მიერ შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელიოთი “ნიცა” და “ზენიტიც” არიან დაინტერესებულნი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში