“ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელი პაკო ალკასერი აცხადებს, რომ ის კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
“ბარსელონას” დატოვებას არ ვგეგმავ. კლუბმა ნდობა გამომიცხადა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აქ დიდხანს დავრჩე.
საფეხბურთო ასპექტების გარდა, “ბარსელონას” ფეხბურთელებისგან თავმდაბლობაც ვისწავლე. გასახდელში კარგი ატმოსფეროა, რაც მნიშვნელოვანია.
ვარჯიშის დროს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან – მესისგან, სუარესისგან და ნეიმარისგან ვსწავლობ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
როდესაც თავდამსხმელის გოლის გატანას ვერ ახერხებ, და ეს მხოლოდ ჩემ “ბარსელონურ” კარიერას არ ეხება, მოწყენილი და იმედგაცრუებული ხარ, რადგან გუნდს ვერ ეხმარები. თუმცა, ღმერთის წყალობით, ასეთ საკითხებს ყოველთვის ცივი გონებით ვუყურებდი.
საბოლოოდ, ხალხი მხოლოდ გოლებს ითხოვს, მაგრამ შენ შეგიძლია გუნდს ასევე დაეხმარო სივრცეების შექმნით.”


