“ბარსელონას” ახალგაზრდა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი აცხადებს, რომ ის კატალონიელთა პირველ გუნდში სათამაშოდ მზადაა, თუმცა უარს არც “ბარსა ბ”-ში დარჩენაზე იტყვის.
“პირველ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ. ასეა “ბარსა ბ”-ს შემთხვევაშიც. ყველგან, სადაც შევძლებ ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო.” – განაცხადა მარლონმა “ბარსელონა ბ”-ს ესპანეთის მე-2 დივიზიონში გადასვლის შემდეგ.
21 წლის მარლონმა, გასული სეზონი, “ბარსა ბ”-ში არენდით გაატარა. ის, რამდენჯერმე, პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ვიხილეთ. სეზონის შემდეგ, კატალონიელებმა მისი “ფლუმინენსედან” გამოსყიდვა გადაწყვიტეს.


