დღეს, არგენტინელი სუპერვარსკვლავი, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი, უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ტიტულის, ჯილდოსა და რეკორდის მფლობელი, “ბარსელონას” ლიდერი, ჰოლანდიური Voetbal International-ის მიერ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული და უბრალოდ გენიოსი 30 წლის გახდა. SkySports კი ამ მოვლენასთან დაკავშირებით გვთავაზობს 30 გამორჩეულ და საინტერესო ფაქტს ლეოს კარიერიდან:
1) 30-ნომრიანი მაისური

პირველი მაისურს უკან, რომელიც მესის თავის სადებიუტო მატჩში ეცვა, სწორედ რიცხვი 30 ეწერა. პირველად “კამპ ნოუს” მაყურებელმა შემდგომში კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ საუკეთესო არა), სწორედ ამ ნომრით მოთამაშე იხილა.
ფეხბურთელმა 19 ნომრიანი მაისური 2006 წელს აიღო, “ბლაუგრანას” ათიანი კი რონალდინიოს წასვლის შემდეგ, 2008 წელს გახდა.
2) ცვლილება, რომელმაც შეცვალა ისტორია
2004 წლის 16 ოქტომბერს, მესის სადებიუტო მატჩში, ახალგაზრდა ტალანტი მოედანზე დეკუს ნაცვლად შემოვიდა. დეკუ კი მაშინ ფორმის პიკში იყო და “ბარსელონას” მას შემდეგ შეუერთდა, რაც “პორტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისურით კი ევროპის ჩემპიონატის ფინალიც ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 17 წლის მესის დებიუტი კატალონიურ დერბიში შედგა.
3) პირველი გოლი 2005 წლის პირველ მაისს
დებიუტიდან 7 თვე ნახევრის შემდეგ, მესიმ “ბლაუგრანას” მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა. არგენტინელმა ალბასეტეს” გაუტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ოფიციალურ მატჩში გოლის გატანა შეძლო (შემდგომში ეს რეკორდი ბოიან კრკიჩმა მოხსნა).
შემტევმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო რონალდინიოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ და თავისი პირველი გოლიც ბრაზილიელის მხრებზე აღნიშნა.

4) მხოლოდ 90 წამი მოედანზე
საკლუბოსგან განსხვავებით, მესის სანაკრებო დებიუტი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა 18 წლის ასაკში ითამაშა უნგრეთის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი მხოლოდ 90 წამი გაგრძელდა. “ეს ის ნამდვილად არაა, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი” – განაცხადა ცოტათი გაოცებულმა ახალგაზრდამ მატჩის შემდეგ.
მესი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა და ბურთის პირველივე მიღებისთანავე მის წინააღმდეგ წესები დაარღვია ვილმოს ვანჩაკმა, ლეომაც არ დააყოვნა – შური იძია და რეფერისგან გაძევებაც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯერ-ჯერობით მისი ერთადერთი გაძევებაა.
5) ოლიმპიური ჩემპიონობა

მესის ტიტულებისთვის განკუთვნილ ოთახში (რომელიც ალბათ საკმაოდ დიდი უნდა იყოს) საპატიო ადგილს იკავებს 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, რომელიც არგენტინელმა საკუთარ ქვეყანას პეკინში მოუპოვა. ფინალში, ნიგერიასთან გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა.
6) 60-წლიანი რეკორდის დამხობა
მესის ბრწყვინვალებამ თავის მხრივ, “ბარსას” ლეგენდები ოდნავ დააზარალა კიდეც, რადგან ლეომ მათი ბევრი რეკორდი დაამხო და უკანა პლანზე გადაანაცვლა.
2012 წელს, მესიმ სესარ როდრიგესის რეკორდი დაამხო და “გრანადას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5-3) ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით 233-ე გოლი გაიტანა.
7) გინესის მსოფლიო რეკორდი
ამავე 2012 წელს, ლეომ საპატიო ადგილი დაისაკუთრა “გინესის მსოფლიო რეკორდების” წიგნში, გაიტანა რა ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლი და უკან ჩამოიტოვა გერდ მიულერი, რომლის ანგარიშზეც 85 გოლი იყო.
თავად მიულერმა, რომელმაც რეკორდი 1972 წელს დაამყარა, ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა: “ჩემმა რეკორდმა 40 წელიწადი გაძლო – 85 გოლი 60 მატჩში – ახლა იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დაამსხვრია. ლეო უბრალოდ აღმაფრთოვანებელია, ფეხბურთის ნამდვილი გიგანტი და საოცარი ფეხბურთელი.”
8) მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 5-ჯერ გახდა. ამ რეკორდთან ერთად, ასევე, მხოლოდ მესიმ შეძლო და ეს ჯილდო ზედიზედ 4 ჯერ დაიმსახურა (2009-2012 წლებში). ჯერ-ჯერობით თავისი ბოლო ჯილდო მესიმ 2015 წელს მიიღო.
9) მსოფლიოს ყველა სიმბოლურ გუნდში 2007 წლიდან
როგორც იცით, ფიფა ყოველი წლის ბოლოს ასახელებს მსოფლიოს სიმბოლურ გუნდს, რომელიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. 2007 წლიდან მოყოლებული, ფიფას მიერ დასახელებულ ყველა სიმბოლურ გუნდში დღევანდელი იუბილარი საპატიო ადგილს იკავებს.

10) მესის ერთადერთი სეზონი გუნდური ტიტულის გარეშე
ჯერ-ჯერობით, ლეომ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა გუნდური ჯილდოს გარეშე – 2007/08 წლებში. აღნიშნულ წელს “ბარსელონამ” ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და კოპა დელ რეისაც და ჩემპიონთა ლიგასაც ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
11) ორი ტრიპლეტი

2007/08 წლების უტიტულო სეზონის შემდეგ, მესიმ კლუბთან ერთად “ბლაუგრანას” პირველი ტრიპლეტი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ წელს “ბარსელონამ” მოიგო 6 ტიტული – ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. ესპანეთში ეს პირველად სწორედ კატალონიელებმა მოახერხეს და მესიმ იმ სეზონში 38 გოლი გაიტანა. მეორედ კი, 20014/15 წლებში, ლუის ენრიკეს სადებიუტო სეზონში, როცა ლურჯ-ბროწეულისფერებმა კიდევ ერთი ტრიპლეტი მოიგეს, მესის ანგარიშზე 58 გოლი იყო.
12) 30 წლის – 30 ტიტული

მესის ტიტულების რაოდენობას მისი ასაკი სწორედ დღეს “წამოეწია”. ახლა უკვე მესის იმდენივე ტიტული აქვს მოგებული, რამდენიცაა მისი ასაკი. ასევე 30 ტიტული აქვს მოგებული ანდრეს ინიესტასაც, რომელიც ძირითად გუნდში 2002 წლიდან ასპარეზობს.
13) 4 წაგებული ფინალი არგენტინასთან ერთად
მიუხედავად მესის წარმატებული მოღვაწეობისა “ბარსელონაში”, სამწუხაროდ მის კარიერაში ბევრი სამწუხარო მომენტიცაა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება. მესის ერთადერთ “ნაკლად”, თუ კი საერთოდ გამართლებულია ამ სიტვის არგენტინელ გენიოსთან მიმართებაში გამოყენება, ბევრისთვის სწოორედ სანაკრებო ტიტული რჩება, რომლის მოგებასთანაც მესი 4-ჯერ ძალიან ახლოს იყო. ფეხბურთელს ერთი მსოფლიო ჩემპიონატის (2014) და სამი კოპა ამერიკას (2007, 2015, 2016) ფინალი აქვს წაგებული.
14) აღებული პაუზა და დაბრუნება სანაკრებო ფეხბურთში
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფეხბურთელს 4 ფინალი აქვს წაგებული ეროვნული ნაკრების მაისურით. როგორც ჩანს, ბოლო ფინალი, 2016 წელს, რომელიც მესიმ წააგო ჩილეს ნაკრებთან და რომელშიც პენალტების სერიაში საკუთარი დარტყმა გააცუდა, ფეხბურთელისთვის მეტისმეტი იყო. იგი ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ყველასათვის საბედნიეროდ, მესი გადაარწმუნეს და ამაში თვით არგენტინის პრეზიდენტიც მონაწილეობდა, რომელმაც მესის დაურეკა და ზარიდან 1 თვეშიც მესი ოფიციალურად დაბრუნდა.
15) “მსოფლიო ბრენდი”
მესი ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვა კომპანიებისათვის, რომელთა სარეკლამო რგოლებშიც იგი ხშირად მონაწილეობდა. “Pro Evolution Soccer”, “Fifa” , “Pepsi”, “Adidas”, “Turkish Airlines”… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ასევე, ფორბსის ინფორმაციით, მესიმ 2017 წელს 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ხელფასის სახით, სხვადასხვა კომპანიების სპონსორობისთვის კი 27 მილიონი.
16) 565 და 701
კვლავ ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ, კიდევ ორ შთამბეჭდავ რიცხვს წავაწყდებით. კარიერაში ჩატარებულ 701 მატჩში მესიმ 565 გოლი გაიტანა, აქედან 507 კლუბის მაისურით 583 შეხვედრაში, ხოლო 58 ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 118 შეხვედრაში.
ახლა კი მივყვეთ მისი გოლების ისტორიას:
17) 50 გოლი 2011/12 წლების სეზონში
აღნიშნულ სეზონში, მესი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში 50 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად მისი საოცრად შედეგიანი სეზონისა, არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ჟოზე მოურინიოს გუნდმა წაართვა, რომელმაც უახლოესი მდევარი 9 ქულით ჩამოიტოვა.
18) 1.217
2011/12 წლების სეზონი მესისთვის ინდივიდუალურ დონეზეც ყველაზე წარმატებული სეზონი იყო. მას საშუალოდ ერთ მატჩში 1.217 გოლი გაჰქონდა.
გარდა ლა ლიგაში გატანილი 50 გოლისა, ლეოს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა დელ რეიზე, უეფას სუპერ თასზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ესპანეთის სუპერ თასზე ჯამში 60 შეხვედრაში 73 გოლია – რაც ევროპის ტოპ ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
19) ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
მესის ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან ტელმო სარას რეკორდი 2015 წელს “სევილიას” წინააღმდეგ გატანილი გოლით დაამხო, რომელიც მისთვის 252-ე აღმოჩნდა.
ამჟამად, მესი 349 გოლით, უახლოეს მდევარს, კრიშტიანუ რონალდუს (285), რომელიც “რეალში” 2009 წლიდან ასპარეზობს, 64 გოლით უსწრებს.
20) 74 პენალტი
მესის 74 პენალტი აქვს გატანილი და 20 აცილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გოლების 13.1% თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, მესის გატანილი აქვს დარტყმული პენალტების 77.5%.
21) 82% მარცხენა ფეხით
მოგეხსენებათ, მესი მემარცხენეა და ამ ფეხზე მისი გოლების 82% მოდის – 462. მარჯვენა ფეხით – 77, თავით 24 და 2-იც “სხეულის სხვა ნაწილით”.
22) ერთი ღმერთის ხელი
მესის ერთ-ერთი გოლი, რომელიც “სხეულის სხვა ნაწილით” გატანილად ითვლება, ფეხბურთელმა ხელით გაიტანა ესპანიოლის წინააღმდეგ 2007 წელს. ცხადია, მალევე გაავლეს პარალელი დიეგო არმანდო მარადონას მიერ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის წინააღმდეგ გატანილ გოლთან და მის მსგავსად ეს ეპიზოდიც “ღმერთის ხელად” შეფასდა.
23) მკერდით გატანილი გოლი
მეორე გოლი კი, რომელიც ასევე გაერთიანებულია “სხეულით სხვა ნწილით” გატანილ გოლთა 2-წევრიან ჯგუფში, ლეომ მკერდით შეაგდო. მესიმ ეფექტური გოლი 2009 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, 110-ე წუთზე “ესტუდიანტესის” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს მესის მიერ დამატებით დროში (Extra Time) გატანილი ჯერ-ჯერობით ერთადერთი გოლია.
24) შოუ ბოლო წუთამდე
მესის ანგარიშზე, 76-ე წუთის შემდეგ გატანილი 141 გოლია. წინა სეზონში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა სწორედ მესის ბოლო წუთზე გატანილი გოლია, რომლითაც მან “ბარსელონას” ელ კლასიკო მოაგებინა და ტაბლოზე ანგარიში 2-3 დააფიქსირა.
25) საჯარიმოს გარედან გატანილი 88 გოლი
თავისი 565 გოლიდან მესიმ საჯარიმოს გარედან, ესე იგი შედარებით უფრო რთული პოზიციიდან 88 გოლი გაიტანა და მათ შორის ბევრი უმნიშვნელოვანესიც იყო.
26) 40+ 2008/09 სეზონიდან მოყოლებული

კლუბისა და ნაკრების მაისურით, მესის 2008/09 სეზონის შემდეგ ყველა სეზონში 40-ზე მეტი გოლი გააქვს. როგორც ჩანს, ფეხბურთელი შეჩერებას არ აპირებს, მართლაც შთამბეჭდავია, მის მეოთხე საუკეთესო სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 57 გატანილი გოლია.
27) “სევილიას” რისხვა
მესის ყველაზე საყვარელი მეტოქე “სევილიაა”. ფეხბურთელის ანგარიშზე ამ გუნდთან მატჩში საშუალოდ გატანილი 0.97 გოლია. “სევილიას” ფეხბურთელმა 29 გოლი გაუტანა, რაც 6-ით მეტია მის მიერ მადრიდის “რეალის” კარში გატანილი გოლების რაოდენობაზე.
28) 4×4
ლეოს კარიერის განმავლობაში 4 პოკერი აქვს შესრულებული. მათგან სამი ლა ლიგაში – “ვალენსიის” (2012 წლის თებერვალი), “ესპანიოლისა” (2012 წლის მაისი) და “ოსასუნას” (2013 წლის იანვარი) წინააღმდეგ. მეოთხე “პოკერი” კი მესიმ “არსენალს” გაუტანა 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში.
29) 5 გოლი ერთ შეხვედრაში
მესი პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელმა ეს საოცარი შედეგი 2012 წელს, “ლევერკუზენთან” მატჩში დააფიქსირა, რომელიც “ბარსელონამ” 7-1 მოიგო.
“ის უბრალოდ შეუდარებელია. მისი კლასი კი საოცარი, ამაზე უბრალოდ დავა არ ღირს. მესის გარეშე, “ბარსა” საუკეთესო გუნდია, მასთაან ერთად კი სხვა გალაქტიკა.” – განაცხადა მაშინ რობინ დუტმა.
30) 4 ოქროს ბუცი
ლეოს საოცარ ინდივიდუალურ ტიტულატურას, ასევე ამშვენებს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო – ოქროს ბუცი. ფეხბურთელმა ბოლოჯერ ამ ჯილდოს დაუფლება წელს მოახერხა, როცა ლა ლიგაში 37 გოლი გაიტანა და მისი რაოდენობით (4) კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. 2009/10, 2011/12, 2012/13 და 2016/17 – სწორედ ამ სეზონებში დაეუფლა არგენტინელი სუპერვარსკვლავი აღნიშნულ ინდივიდუალურ ტიტულს. აღსანიშნავია, რომ მისი და კრიშტიანუ რონალდუს გარდა ამ ჯილდოს დაუფლება უკანასკნელ 10 წლეულში მხოლოდ დიეგო ფორლანმა (2008/09 “ატლეტიკო”) და ლუის სუარესმა (2013/14 “ლივერპული”, 2015/16 “ბარსელონა) მოახერხეს.
რამდენმა გააზიარა ეს სტატია ^^ პენია ბლაუგრანამაც )) მაგრად გამისწორდა 😀
[quote=Carles16][quote=marko verratti][quote=Carles16][quote=marko verratti][quote=lado-barca][quote=K.makgregor]Ligaze 5 goli sxvebsac aqvt[/quote]
ვინ გითხრა![/q 5 გოლი გაუტანია ასევე ენდი კოულს მანჩესტერელს ინგლისის ჩემპიონატში იფსვიჩის კარში..ალან შირერს შეფილდის კარში მორიენტესს ლასპალმასის კარში დეფომ ასევე გაუტანა უიგანს ბერბატოვმა ბლექბერნს ფალკაომ დეპორტივოს კლოზემ ბოლონიას მესიმ ლევერკუზენს ეს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და რეკორდიც დაამყარა მან ეს პირველმა გააკთა და ეს რეკორდი გაიმეორა ლუის ადრიანომ შახტარიდან ბატეს გაუტანა მან 5 გოლი თუმცა აქედან 2 პენალტით[/quote]
აქ ლიგაზეა საუბარი თორემ ქვეყნის ჩემპი9ნატში 5 გოლიძალიან ბევრს ექნება :დ[/quote]
ხოდა დავწერე მგონი აქ თუ წაიკიტხე რო ლუის ადრიანომ რომელიც შახტარში ტამაშობდა გაიტანა 5 გოლი და მან გაუტანა ბატეს ეს 5 გოლი ლიგაზე და გაიმეორა მესის რეკორდი ვინ მითხრა კიარა დამესიზმრა გადაამოწმე რა და ნახავ თუ არ გინახია ჯერ გენახა ჯობდა[/quote]
მესი პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ეს წერია სტატიაში. არ წერია რომ ერთადერთია, უბრალოდ პირველი მან გააკეთა და მერე ვინ გაიმეორა ეგ აღარ იყო საჭირო და ვაფშერა შუაშია :დდ ერთადერთიაო რო ეწეროს კიდე ხო[/quote]
მერე ვინ თქვა რო ერთადერთია მეთქი შEნ დმიწერე რო ლიგაზეო თორე ჩემპიონატებში ბევრს აქვს გატანილიო ხოდა ლიგაზე კიდე ვისაც ხონდა გატანილი დავწერე ისი პირველი ლეო იყო მეორე ადრიანო რა ნახე აქ გაუგებარი ან სა დდავწერე რაიმე გაუგებარი შენ ტუ არ გესმის ეგ /სენი პრობლემაა და გამგები გაიგებს რაც მიწერია არ მოგწონს კიბატონო ყველას ტავისი აზრი აქვს
ლეგენდა , ფეხბურთის მეფე! რასაც ლეო ამდენიხნის მანძილზე მოედანზე აკეთებს, სხვას ნამდვილად არ შეუძლია,ღმერთის წყალობით კიდევ დიდხანს გვასიამოვნოს მისი თამაშის ყურებით!
[quote=marko verratti][quote=Carles16][quote=marko verratti][quote=lado-barca][quote=K.makgregor]Ligaze 5 goli sxvebsac aqvt[/quote]
ვინ გითხრა![/q 5 გოლი გაუტანია ასევე ენდი კოულს მანჩესტერელს ინგლისის ჩემპიონატში იფსვიჩის კარში..ალან შირერს შეფილდის კარში მორიენტესს ლასპალმასის კარში დეფომ ასევე გაუტანა უიგანს ბერბატოვმა ბლექბერნს ფალკაომ დეპორტივოს კლოზემ ბოლონიას მესიმ ლევერკუზენს ეს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და რეკორდიც დაამყარა მან ეს პირველმა გააკთა და ეს რეკორდი გაიმეორა ლუის ადრიანომ შახტარიდან ბატეს გაუტანა მან 5 გოლი თუმცა აქედან 2 პენალტით[/quote]
აქ ლიგაზეა საუბარი თორემ ქვეყნის ჩემპი9ნატში 5 გოლიძალიან ბევრს ექნება :დ[/quote]
ხოდა დავწერე მგონი აქ თუ წაიკიტხე რო ლუის ადრიანომ რომელიც შახტარში ტამაშობდა გაიტანა 5 გოლი და მან გაუტანა ბატეს ეს 5 გოლი ლიგაზე და გაიმეორა მესის რეკორდი ვინ მითხრა კიარა დამესიზმრა გადაამოწმე რა და ნახავ თუ არ გინახია ჯერ გენახა ჯობდა[/quote]
მესი პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ეს წერია სტატიაში. არ წერია რომ ერთადერთია, უბრალოდ პირველი მან გააკეთა და მერე ვინ გაიმეორა ეგ აღარ იყო საჭირო და ვაფშერა შუაშია :დდ ერთადერთიაო რო ეწეროს კიდე ხო
გილოცავ
დღეს ჩემი დაბადებისდღეცაააა 🙂 🙂
[quote=Carles16][quote=marko verratti][quote=lado-barca][quote=K.makgregor]Ligaze 5 goli sxvebsac aqvt[/quote]
ვინ გითხრა![/q 5 გოლი გაუტანია ასევე ენდი კოულს მანჩესტერელს ინგლისის ჩემპიონატში იფსვიჩის კარში..ალან შირერს შეფილდის კარში მორიენტესს ლასპალმასის კარში დეფომ ასევე გაუტანა უიგანს ბერბატოვმა ბლექბერნს ფალკაომ დეპორტივოს კლოზემ ბოლონიას მესიმ ლევერკუზენს ეს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და რეკორდიც დაამყარა მან ეს პირველმა გააკთა და ეს რეკორდი გაიმეორა ლუის ადრიანომ შახტარიდან ბატეს გაუტანა მან 5 გოლი თუმცა აქედან 2 პენალტით[/quote]
აქ ლიგაზეა საუბარი თორემ ქვეყნის ჩემპი9ნატში 5 გოლიძალიან ბევრს ექნება :დ[/quote]
ხოდა დავწერე მგონი აქ თუ წაიკიტხე რო ლუის ადრიანომ რომელიც შახტარში ტამაშობდა გაიტანა 5 გოლი და მან გაუტანა ბატეს ეს 5 გოლი ლიგაზე და გაიმეორა მესის რეკორდი ვინ მითხრა კიარა დამესიზმრა გადაამოწმე რა და ნახავ თუ არ გინახია ჯერ გენახა ჯობდა
[quote=marko verratti][quote=lado-barca][quote=K.makgregor]Ligaze 5 goli sxvebsac aqvt[/quote]
ვინ გითხრა![/q 5 გოლი გაუტანია ასევე ენდი კოულს მანჩესტერელს ინგლისის ჩემპიონატში იფსვიჩის კარში..ალან შირერს შეფილდის კარში მორიენტესს ლასპალმასის კარში დეფომ ასევე გაუტანა უიგანს ბერბატოვმა ბლექბერნს ფალკაომ დეპორტივოს კლოზემ ბოლონიას მესიმ ლევერკუზენს ეს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და რეკორდიც დაამყარა მან ეს პირველმა გააკთა და ეს რეკორდი გაიმეორა ლუის ადრიანომ შახტარიდან ბატეს გაუტანა მან 5 გოლი თუმცა აქედან 2 პენალტით[/quote]
აქ ლიგაზეა საუბარი თორემ ქვეყნის ჩემპი9ნატში 5 გოლიძალიან ბევრს ექნება :დ
[quote=lado-barca][quote=K.makgregor]Ligaze 5 goli sxvebsac aqvt[/quote]
ვინ გითხრა![/q 5 გოლი გაუტანია ასევე ენდი კოულს მანჩესტერელს ინგლისის ჩემპიონატში იფსვიჩის კარში..ალან შირერს შეფილდის კარში მორიენტესს ლასპალმასის კარში დეფომ ასევე გაუტანა უიგანს ბერბატოვმა ბლექბერნს ფალკაომ დეპორტივოს კლოზემ ბოლონიას მესიმ ლევერკუზენს ეს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და რეკორდიც დაამყარა მან ეს პირველმა გააკთა და ეს რეკორდი გაიმეორა ლუის ადრიანომ შახტარიდან ბატეს გაუტანა მან 5 გოლი თუმცა აქედან 2 პენალტით
😀 გილოცა ლეო შე მსოფლიოში ნ1 😀
ვინ გითხრა!
Mag dzaxilis nishans gagiketeb ert adgilas
ვინ გითხრა!
მშვენიერი სტატიაა ყოჩაღ ავტორ!
Ligaze 5 goli sxvebsac aqvt
ეს ადამიანი ნ1ია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში:) HBD Leo
ეპოქალური ფეხბურთელი დაბადების დღეა გილოვაც ლეგენდა ყველადროის საუკეთესი ⚽️⚽️⚽️⚽️⚽️❤️❤️
საღოლ მესი რა საუკეთესო ხარ! მაგარი სტატიაა ბრავო!
რანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, პარიზული "პსჟს" იტალიელმა ვარსკვლავმა მარკო ვერატიმ ფრანგების მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე, რომლის სახითაც მას წელიწადში 12 მილიონი ევრო უნდა მიეღო უარი თქვა.
პარიზული კლუბის მესვეურებმა იტალიელ ფეხბურთელს განახლებული კონტრაქტი მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ვერატიმ "ბარსაში" გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა მიუხედავად დიდი თანხებისა, როგორც ჩანს 24 წლის სპორტსმენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კარიერის ესპანეთში გაგრძელება და ყველანაირ შემოთავაზებაზე უარს ამბობს.
მარკოს შესაძენად "ბლაუგრანა" მზადაა "პსჟს" 100 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთოს, ხოლო თავად ფეხბურთელთან კი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში ანაზღაურების სახით მას 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
რანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, პარიზული "პსჟს" იტალიელმა ვარსკვლავმა მარკო ვერატიმ ფრანგების მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე, რომლის სახითაც მას წელიწადში 12 მილიონი ევრო უნდა მიეღო უარი თქვა.
პარიზული კლუბის მესვეურებმა იტალიელ ფეხბურთელს განახლებული კონტრაქტი მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ვერატიმ "ბარსაში" გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა მიუხედავად დიდი თანხებისა, როგორც ჩანს 24 წლის სპორტსმენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კარიერის ესპანეთში გაგრძელება და ყველანაირ შემოთავაზებაზე უარს ამბობს.
მარკოს შესაძენად "ბლაუგრანა" მზადაა "პსჟს" 100 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთოს, ხოლო თავად ფეხბურთელთან კი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში ანაზღაურების სახით მას 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მადლობა.
ეგ ინფოც დევს ნაწილობრივ ))
მაგარი სტატიაა
დაბადების დღეს გილოცავ ლეო
ამდენი წერა ღირდა. ცოტა მაშინებს რიცხვი 30 მარა დარწმუნებული ვარ კიდე კაი ხანი არ დაბერდება ჩვენი ლომი