ცნობილი გახდა ესპანეთის თასის 1/2 ფიანლური მატჩების ზუსტი თარიღი და დრო. მატჩი “ბარსელონასა” და “ალმერიას” შორის გაიმართება “კამპ ნოუზე” 26 იანვარს ადგილობრივი დროით 22 საათზე ,ანუ თბილისის დროით უკვე 27 იანვარს ღამის პირველ საათზე.
წელს ეს ორი გუნდი ერთმანეთს “ალმერიას” სტადიონზე დაუპირისპირდა, მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელებმა ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი ისტორიაში გაიმეორეს 8:0. გოლები ლეო მესიმ (3), ბოიანი (2), პედრო, ინიესტა და ერთი ბურთი აკასიესტემ საკუთარ კარში ჩაჭრა (მე–3 ბურთი მატჩში).
ამ მატჩში გამარჯვებული ფინალში დაუპირისპირდება “რეალის” და “სევილიას” შორის გამარჯვებულს. ფინალი მოგეხსენებათ, ერთ მატჩიანია და აპრილში გაიმართება.



