ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბეტისი” “ბარსელონას” კრისტიან ტელიოს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა.
ტრანსფერის ფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება და ის ახლო მომავალში შედგება.
“ბეტისის” გარდა ტელიოთი “ნიცა”, “ზენიტი”, “სოსიედადი” და “მილანი” ინტერესდებოდნენ. “ფიორენტინას”, რომლის ღირსებას ფეხბურთელი გასულ სეზონში იცავდა, კრისტიანის კვლავ არენდის წესით გაფორმება სურდა.



