“პალმეირასის” ახალგაზრდა შემტევი ნახევარცველის, ვიტინიოს “ბარსელონაში” ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება. ბრაზილიური გუნდის მთავარმა მწწვრთნელმა, კუკამ გარიგების შესაძლებლობა საჯაროდ მოიწონა.
“ვიტინიოს წასვლაზე მსმენია და ეს კარგია როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გუნდისთვის. ის კარგად ვარჯიშობს, მაგრამ სამწუხაროდ, საკმარის სათამაშო დროს ვერ ღებულობს. ამ ეტაპზე, მას თამაში ჭირდება.” – ციტირებს “პალმეირასის” დამრიგებლის სიტყვებს Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ვიტინიოს არენდით აიყვანს და მას “ბარსა ბ”-ში გაუშვებს. კატალონიელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ივარაუდება, რომ ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდება.


