როგორც კატალონიის რადიოს ჟურნალისტი, ჩავი კამპოსი იუწყება, “ბარსელონამ” ანდრე გომეშზე 35 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო. თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბი იყო და ასევე ისიც, რომ “ბლაუგრანამ” იგი უარით გაისტუმრა.
როგორც ჩანს, გასულ სეზონში ფეხბურთელის წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, კლუბის ახალი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე აპირებს ახალგაზრდა პორტუგალიელ ნახევარმცველს კიდევ ერთი შანსი მისცეს. ფეხბურთელი “ბარსელონაში” წინა ზაფხულს გადავიდა და როგორც ჩანს მას მომდევნო სეზონშიც ვიხილავთ.
“იდუმალი” ინგლისური კლუბის შემოთავაზება კატალონიელებს ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა გააცნო, მაგრამ Sport.es-ის ინფორმაციით, ლურჯ-ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა ყველანაირი მოლაპარაკებეის დაწყების წინააღმდეგია. რაც ყველაზე საინტერესოა, კლუბს შეეძლო წინა ზაფხულს გომეშში გადახდილი თანხა სრულად აენაზღაურებინა, რაც ფეხბურთელის წინა სეზონში თამაშის მიხედვით, ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს კატალონიაში იმედი აქვთ რომ “ვალენსიას” ყოფილი ფეხბურთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენას მომდევნო სეზონში მოახერხებს.



