კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტითვის, ერნესტო ვალვერდე შეარჩია.
“როდესაც ახალი მწვრთნელის ძებნა დავიწყეთ, უკვე ცხადი იყო, რომ ვალვერდე “ბარსელონასთვის” შესაფერისი კანდიდატი იყო. ეს არის სპეციალისტი, რომელიც კლუბს კარგად იცნობდა და რომელსაც ჩვენთან ნათამაშები ჰქონდა. ვალვერდე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას დიდი ცოდნა აქვს. სწორედ ამ თვისებებს ვაფასებთ ყველაზე მეტად. მას ბევრ გუნდში უმუშავია და ის თავის მოვალეობებს თავს ყოველთვის ღირსეულად ართმევდა. ვფიქრობ, მოვიდა დრო, მან “ბარსელონასაც” უთავკაცოს.” – ავრცელებს ფერნანდესის სიტყვებს Mundo Deportivo.



