მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ჩინეთში მოთამაშე ბრაზილიელით დაინტერესდა

“ბარსელონა” ჩინეთში მოთამაშე ბრაზილიელით დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონა” ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას, Goal.com-ზე დაყრდნობით, Sport.es ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბარსა” 28 წლის სამხრეთ ამერიკელს ჯერ კიდევ ზამთარში აკვირდებოდა, ხოლო ბოლო დღეებში, უკვე ერნესტო ვალვერდეს გუნდში მოსვლის შემდეგ, კატალონიელები ჩინური კლუბის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. ამჟამად, მოალაპრაკებები საწყის ეტაპზეა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “ბარსელონა” პაულინიოს გადაბირებას ცდილობს. 2013 წელს, კატალონიელები ჯერ კიდევ “კორინთიანსის” ფეხბურთელის შეძენასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ “ტოტენჰემმა” დაასწრო. 2015 წლიდან, ფეხბურთელი ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდში” გამოდის, რომლის შემადგენლობაშიც უკვე 6 ტიტული მოიგო.

პაულინიო, 2011 წლიდან, ბრაზილიის ნაკრების წევრია, რომლის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში