მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიტო ალონსოსა და ერნესტო ვალვერდეს გზები ამჯერად “ბარსელონაში” გადაიკვეთა

სიტო ალონსოსა და ერნესტო ვალვერდეს გზები ამჯერად “ბარსელონაში” გადაიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან კატალონიის “ბარსელონას” საფეხბურთო გუნდს ერნესტო ვალვერდე უთავკაცებს, საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი კი სიტო ალონსო იქნება. აღსანიშნავია, ამ ორი მწვრთნელისთვის ეს პირველი შეხვედრა არაა.

ისინი ერთმანეთს პირველად ბილბაოში შეხვდნენ – 2014/15 და 2015/16 სეზონებში. მაშინ, როცა ვალვერდე “ატლეტიკს” წვრთნიდა, “ბასკონიადან” წამოსული ალონსო ამავე კლუბში დაინიშნა.

თავის ოფიციალურ წარდგენაზე, “ბარსელონას” საკალათბურთო მწვრთნელის პოსტზე, სიტო ალონსომ ისაუბრა ვალვერდესთან ურთიერთობაზე: “მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ვუზიარებდით ერთმანეთს ენთუზიაზმს, რაც ყველაფრის სწორად გაკეთებაში გვეხმარებოდა და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა.”

აღნიშნულ სეზონებში, ვალვერდეს გუნდმა “ბარსელონას” ესპანეთის სუპერ თასი მოუგო. სიტო ალონსომ კი 2014/15 წლების სეზონში გუნდი ლიგის ფლეი-ოფში გაიყვანა, და 2015/16 წლების სეზონში თასის ნახევარფინალამდეც მიაღწია. ალონსომ მცირე კომენტარი ამაზეც გააკეთა: “ერთად მუშაობისას გარკვეულ წარმატებას ორივემ მივაღწიეთ, ერნესტომ ტიტულიც კი მოიგო! ვიმედოვნებ, “ბარსელონა” ორივესთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში