მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიზეზები, თუ რატომ სურს ვერატის პსჟ-ს დატოვება

მიზეზები, თუ რატომ სურს ვერატის პსჟ-ს დატოვება

როგორც უკვე ცნობილია, მარკო ვერატის დიდი სურვილი აქვს, დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი და კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს. sport.es-ის სტატიაში ვკითხულობთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც იტალიელ ნახევარმცველს ასე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საფრანგეთის დატოვება.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წარუმატებლობაა. იტალიელს დიდი სურვილი აქვს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს. 8 მარტის ისტორიული ქამბექი კი ალბათ მისთვის ბოლო წვეთი იყო – გუნდმა ვერ შეძლო “ბარსელონას” სრული კრახის შემდეგ 4-ბურთიანი უდიდესი უპირატესობის შენარჩუნება და მეოთხედფინალში გასვლა.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ვერატი თავისი გუნდის შედეგით ჩემპიონთა ლიგაზე უკმაყოფილოა. პარიზული კლუბი როგორც წესი ამ ტურნირზე, დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა და შემადგენლობაში უამრავი ვარკსვლავისა და ტოპ კლასის ფეხბურთელის ყოლის მიუხედავად, წარუმატებლად ასპარეზობს და ევროპის გრანდებს წინააღმდეგობას ვერ უწევს.

კიდევ ერთი მიზეზი კი პსჟ-დან ისეთი ფეხბურთელების წასვლაა, რომლებიც მარკოს სამეგობრო წრეს შეადგენდნენ – სალვატორე სირიგუ, ეზეკიელ ლავესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ვერატი თვლის, რომ წასვლის დრო მოვიდა და საუკეთესო შესაძლებლობად სწორედ “ბლაუგრანას” განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (16)

  • Carles16
    schedule 21 ივნ 2017, 14:32

    ვერატი გაპიარებულია? 😀

    კოვაჩიჩი და ისკოც ხოარ ჯობიან ? 😀

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 ივნ 2017, 10:15

    გადმო ვერა

  • Don vinton
    schedule 21 ივნ 2017, 00:03

    e bicho droze shen kide axla nu waigo am xalifam tvini ,gamoushvas male

  • tatishvili1999
    schedule 21 ივნ 2017, 00:00

    ქამბექის შემდეგ მაგრად შეეზიზგათ ბარსელონა და იმიტო არ უშვებენ ამას

  • Berlinetta♥
    schedule 20 ივნ 2017, 23:54

    კიდე სტრესი მაქვს დეულოფეუს თამაშის შემყურე 🙁

  • dbele
    schedule 20 ივნ 2017, 23:53

    Verati belerini dembele da kai mcveli magrad daxatavs barsas day dagveglijos realii

  • Berlinetta♥
    schedule 20 ივნ 2017, 23:52

    ციტატა: Just Cule

    ციტატა: Berlinetta♥
    არ გამოისყიდოთ დეუ 12 ად, არავინ გადაიხდის მაგ ბიჭში მაგაზე მეტს, ბარსას აღზრდილი ასეთი უტვინო და ხე ფეხბურთელი როგორ დადგა როგორ, ვუყურებ ახლა მის თამაშს და რა უკლასოა ტიპი 🙁


    ადრე იძახდი გამოისყიდეთ 30-ში მაინც გავუშვებთო თუ ვერ გაამართლებს


    ხო თამაშობდა მილანში ასე თუ ისე რაღაცას მაგრამ ახლა ნაკრებში კაპიტანი და გუნდის ლიდერია და ისე ამაზრზენია რომ რავიცი , ძალიან ეგოისტი ფეხბურთელია, მოუქნელი და უინტელექტო, ასენსიო ჯიბეში ისვამს ყველანაირად … და საულის თამაშის ყურებაც ძალიან მომწონს, ჯანმრთელობა როგორ წაუვა ვნახოთ, შეიძლება ერთ დღესაც გადმოიყვანონ გვაქვს უფლებები უპირატესი შეყიდვის

    ვერატი და დემბელე, ან ბერნარდეშკი გადმოვიდეს და ჯანდაბას ბელერინზე აღარ ვუწუწუნებ

  • Just Cule
    schedule 20 ივნ 2017, 23:48

    ციტატა: M10 S9 N11
    მოკლედ რაა ეს ხელაიფი კიდე ბევრს იყვირებს არ გავყიდი არ გავყიდიო მარა ბოლოს მაიც გამოუშვებს უბრალოდ ბოლომდე გვაწუწუნებს და გვახვეწნინებს რაა იმ 6-1-ის მერე ასე მაინც მოიფხანს გულს


    მეც ეგრე მგონია უბრალოდ ძალიან უნდა თავად ვერატისაც და ისედაც ვის არ უნდა ბარსაში.უბრალოდ დროის საკითხია stuck_out_tongue_winking_eye

  • Just Cule
    schedule 20 ივნ 2017, 23:45

    ციტატა: Berlinetta♥
    არ გამოისყიდოთ დეუ 12 ად, არავინ გადაიხდის მაგ ბიჭში მაგაზე მეტს, ბარსას აღზრდილი ასეთი უტვინო და ხე ფეხბურთელი როგორ დადგა როგორ, ვუყურებ ახლა მის თამაშს და რა უკლასოა ტიპი 🙁


    ადრე იძახდი გამოისყიდეთ 30-ში მაინც გავუშვებთო თუ ვერ გაამართლებს

  • Berlinetta♥
    schedule 20 ივნ 2017, 23:41

    არ გამოისყიდოთ დეუ 12 ად, არავინ გადაიხდის მაგ ბიჭში მაგაზე მეტს, ბარსას აღზრდილი ასეთი უტვინო და ხე ფეხბურთელი როგორ დადგა როგორ, ვუყურებ ახლა მის თამაშს და რა უკლასოა ტიპი 🙁

  • KoCheQsa
    schedule 20 ივნ 2017, 23:36

    ხალხო, ბართომეუს ფბზე მივწეროთ რო ვერატი დაიმატოს :დ თუნდაც 100 მილიონად

  • britva
    schedule 20 ივნ 2017, 23:33

    მარკო დემბელე და ბელერინი ეს სამი რო დავიმატოთ სასწაული გუნდი გვეყოლება ამ სეზონში smiling_imp

  • mesi_10
    schedule 20 ივნ 2017, 23:19

    ციტატა: lucho pepi
    Mova es echvi ar mepareba imdeni icereba ro


    იმედია.

  • lado-barca
    schedule 20 ივნ 2017, 23:19

    მოვა უეჭველი ვერატი!

  • lucho pepi
    schedule 20 ივნ 2017, 23:15

    Mova es echvi ar mepareba imdeni icereba ro

  • Xavi Hernandez
    schedule 20 ივნ 2017, 23:13

    ძალიან კარგია