მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანილო: “ნეიმარი ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, რომ “ბარსელონა” ამერჩია”

დანილო: “ნეიმარი ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, რომ “ბარსელონა” ამერჩია”

მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ SportTV-სთან ინტერვიუში თავის თანამემამულესა და “ბარსელონას” შემტევზე, ნეიმარ ჯუნიორზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ნეიმარი მას არწმუნებდა, რომ “პორტოდან” “ბარსელონაში” გადასულიყო და “სანტიაგო ბერნაბეუსათვის” უარი ეთქვა.

“როცა მადრიდის “რეალისგან” ინტერესი რეალური გახდა, სხვა კლუბზე არც კი მიფიქრია. მე ვიცოდი, რომ “ბერნაბეუზე” თამაში მინდოდა. ნეიმარმა კი დამირეკა და მითხრა, რომ “ბარსელონა” ამერჩია. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა, მე უბრალოდ ჩემს გრძნობებს მივყევი. როგორც კი “რეალმა” ოფიციალური შემოთავაზება გააკეთა, მაშინვე დავთანხმდი.” – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ესპანური “Sport.es”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში