მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” უარყოფს, რომ აკადემია ცუდად მუშაობს

“ბარსელონა” უარყოფს, რომ აკადემია ცუდად მუშაობს

“ბარსელონა” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის საფეხბურთო აკადემია ძველებურად ხარისხიანად აღარ მუშაობს. ამ განცხადებას კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ვივესი აკეთებს.

“ის ფაქტი, რომ ჩვენი ფეხბურთელების დამატებას სხვადასხვა ევროპული კლუბები ცდილობენ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ აკადემია კარგად მუშაობს. ჩვენ რომ ცუდად ვმუშაობდეთ, ფეხბურთელები ამდენ შეთავაზებას არ მიიღებდნენ. ვცდილობთ, “ბარსელონადან” ფეხბურთელების გადინებას ხელი შევუშალოთ.” – ციტირებს ვივესის სიტყვებს Marca.

ცოტა ხნის წინ, “ბარსა ბ”-ს ყოფილმა კაპიტანმა, ალეხანდრო გრიმალდომ განაცხადა, რომ კატალონიელები კლუბის აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში