ლენო: “მე, ტერ შტეგენი და ტრაპი თანაბარი დონის მეკარეები ვართ”

ლენო: “მე, ტერ შტეგენი და ტრაპი თანაბარი დონის მეკარეები ვართ”

ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელი, ბერნდ ლენო იმედოვნებს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდს დაეხმარება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი საუკეთესო გერმანელი მეკარეა.

“ნოიერი – საუკეთესოა, მე, ტრაპი და ტერ შტეგენი კი თანაბარი დონის მეკარეები ვართ. კონკურენცია მოტივაციას გვაძლევს და გვაძლიერებს.”-ციტირებს ლენოს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” პირველი მეკარე გახდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია