გუშინ, სოციალურ ქსელში, გავრცელდა ფოტოსურათი, სადაც ჩანს, რომ ლიონელ მესი, ლუის სუარესი და სესკ ფაბრეგასი, მეუღლეებთან და მეგობარ გოგოებთან ერთად, ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ.
მალევე, გავრცელდა სასტუმროს ჩეკის სურათი, სადაც ჩანს, რომ ფეხბურთელებმა, თითქოს, 37 330 ევრო გადაიხადეს.
ერთ-ერთ პოსტს, სადაც ეს დეზინფორმაციაა გავრცელებული, მესი გამოეხმაურა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა: “რასაც თქვენ ამბობთ, სისულელე და მონაგონია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხალხს ამის სჯერა.”



