მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “მესი მუდმივად ვითარდება”

ვალვერდე: “მესი მუდმივად ვითარდება”

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, “კამპ ნოუს” დეტალურად დათვალიერების დროს, კატალონიური გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“პსჟ-სთან მატჩის დროს გადაღებული მესის ისტორიული ფოტო? ეს ძალიან ძვირფასი კადრია ყველაფრის გამო. მისი ხელები… დიდებული საღამო იყო.

მესი ყოველდღიურად გაოცებს. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ამ ფაქტით აღფრთოვანებული ვარ.

ერთ დღეს, მესი რაღაც საოცრებას ჩაიდენს. მეორე დღეს ფიქრობ, რომ ის ამაზე მეტს ვეღარ გააკეთებს, მაგრამ ლეო განვითარებას მაინც განაგრძობს.

როდესაც ვინმე დაუჯერებელ რამეს ხშირად აკეთებს, დგება მომენტი, როდესაც ფიქრობ, რომ მეტჯერ ვეღარ გაიმეორებს. მესი კი უფრო და უფრო ძლიერი ხდება.” – აცხადებს ვალვერდე, რომელიც მესისთან ერთად მუშაობას მალე დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში