როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ესპანეთის თასის გათამაშების მეოთხედ-ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სევილიური ”ბეტისი” და კატალონიის ”ბარსელონა”. თამაში სევილიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. პინტოს კარის აღება ორჯერ მოახერხა ხორხე მოლინა ვიდალემ და ერთჯერ არსუ მუნიოსმა. შედეგად ”ბეტისმა” შეწყვიტა ”ბარსელონას” წაუგებელი მატჩების სერია. გუშინდელ შეხვედრამდე ”ბარსას” 28 მატჩის ჯამში არცერთი წაგება არ ჰოქნდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში, 2010 წლის 11 სექტემბერს, კატალონიელები ”ერკულესმა” დაამარცხა ”კამპ ნოუზე”, ანგარიშით 0:2.
მიუხედავად გუშინდელი მარცხისა, ორი მატჩის ჯამში (6:3) კატალონიელები გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და ნახევარ-ფინალში ”ალმერიას” დაუპირისპირდებიან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კატალონიელების მხრიდან გოლი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ გაიტანა და მის ანგარიშზე ჯამში 32 გოლია.



