საიდუმლო არ არის, რომ “ბარსელონა” დაცვის გაძლიერებას ცდილობს. სავარაუდოდ, კატალონიური კლუბი ზაფხულში ჟერემი მატიეს დაემშვიდობება, რის გამოც “ლურჯ-ბროწეულისფრები” ფრანგის შემცვლელს ეძებენ.
Dailystar-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალწვეული 22 წლის მცველი, იერი მინა გახდება. წყარო იტყობინება, რომ “პალმეირასი” და “ბლაუგრანა” კოლუმბიელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.
ტრანსფერის ფასი სავარაუდოდ, 9-10 მილიონი ევრო იქნება.