უღრმესი მადლობა ყველას! პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციას ასეთი ბრწყინვალე საიტის შექმნისთვის. “ბარსამანია” ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო და ამავდროულად პოპულარული საიტია. წლის საუკეთესო მწერლად აღიარება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ამით იმდენად გახარებული ვარ, რომ ჩემს თავს ამ სამადლობელო სტატიის დაწერის უფლებაც კი მივეცი. ძალიან დიდი მადლობა ყველას შრომის ასე დაფასებისთვის.
რაც შეეხება ამ წელს, აბსოლუტურად ყველა მწერალს წარმატებებს ვუსურვებ და მოვუწოდებ, რომ იაქტიურონ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას 🙂