დასრულდა Barcamania.ge-ს გათამაშება, რომელიც საშუალებას გაძლევდათ, რომ “კამპ ნოუს” 2-კაციანი საგზურის მფლობელები გამხდარიყავით.
მთელი წლის განმავლობაში საიტზე, Facebook ჯგუფსა და Facebook გვერდზე ქვიზებს ვაკეთებდით, რომლის გამარჯვებულებიც ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ.
საფინალო ტური ცოტა ხნის წინ გაიმართა, რომლის ტრიუმფატორიც და, შესაბამისად, “კამპ ნოუს” ორკაციანი საგზურის მფლობელი მურად ქველაძე გახდა. მურადი შემდეგ წერილს გიგზავნით:
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ Barcamania.ge-მ მეორე საგზურიც გაათამაშა, რომელიც საიტის მწერლებს შორის მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში გამარჯვებული მე, ციცი პაპუნაშვილი გავხდი. ბარსელონაში ყოფნის ყველა კადრს Barcamania-ს Instagram-ის დახმარებით გაგიზიარებთ, ამიტომ, “დაფოლოვება” არ დაგავიწყდეთ.
Barcamania.ge-ს ადმინისტრაცია გამარჯვებულებს ულოცავს და ბედნიერ მოგზაურობას უსურვებს. თქვენ კი, დიდ მადლობას გიხდით, რადგან უკვე წლებია, ბარსამანია სწორედ თქვენი წყალობით არსებობს. მადლობა ნდობისთვის და თითოეული წამისთვის, რომელსაც ზოგადად “ბარსელონას” გულშემატკივრობას უთმობთ.
ჩვენი ფან-კლუბი 2022 წელს უამრავ სიახლესა და სიურპრიზს გპირდებათ.
ვულოცავ ორივე გამარჯვებულს, საუკეთესო მოგზაურობას გისურვებთ
ვინც საფინალო ტურში მონაწილეობით გული არ გაიტეხოთ❤️❤️❤️ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში
ვულოცავ გამარჯვებულებს!!!
უკვე იგებს, პირველი ტაიმი 1-0. მოდრიჩი. ეხლა შესვენებაა.
იმედია დღეს რეალს გაღერძავენ შუაზეეე
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ, საყვარელი კლუბის საყვარელი სტადიონისკენ

Truxilio,
დიდი მადლობაა!!
《○BIG ĆULE○》,
სუპერ ! ვულოცავ გამარჯვებულებს ! საიამოვნო მოგზაურობა საოცრებათა ქალქში !
გილოცავთ ორივეს
წარმატებები
გილოცავთ გამარჯვებულებს, სასიამოვნო კატალონიურ მოგზაურობას და კამპ ნოუზე ტრიუმფს გისურვებთ….
გილოცავთ! ♥️ და თითოეულ კულეს ვისურვებ იმ დიად სტადიონზე მოხვედრას♥️