workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ტელიოს მინიმუმ 12 მილიონად შეელევა

“ბარსელონა” ტელიოს მინიმუმ 12 მილიონად შეელევა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” არ აპირებს 25 წლის შემტევს, კრისტიან ტელიოს 12 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიოს.

კრისტიან ტელიო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, მაგრამ 2014 წლის შემდეგ, ის არენდით თამაშობს. ესპანელი გარემარბი ჯერ “პორტუში” იყო, შემდეგ კი – “ფიორენტინაში”.

იტალიურ კლუბს ფეხბურთელის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდა, მაგრამ ფლორენციელებმა ეს უფლება არ გამოიყენეს და ტელიო “ბარსელონაში” ბრუნდება.

25 წლის ფეხბურთელს კატალონიელებთამ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და კლუბს მისი გაყიდვა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მისით “ვალენსია” და “ოლიმპიაკოსი” არიან დაინტერესებულნი, “ბარსელონა” კი არ აპირებს ფეხბურთელი 12 მილიონზე ნაკლებად გაყიდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward