“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა მარცხენა მცველის ძიებაშია. როგორც მოგეხსენებათ, პარიზული კლუბის აწ უკვე ყოფილმა მცველმა, მაქსველმა კარიერა დაასრულა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ ჟერემი მატიეს სიტუაციაზე ინფორმაცია მოითხოვა.
33 წლის ფეხბურთელი, როგორც მოსალოდნელია, ამ ზაფხულში “ბარსელონადან” წავა, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე.