“ბარსელონას” Twitter-ის ერთ-ერთი ინსაიდერი ექაუნთი იტყობინება, რომ “ბენფიკას” მცველი, ნელსონ სემედუ კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
კატალონიელები მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას აპირებენ და პორტუგალიელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ერთ-ერთი ძირითადი სატრანსფერო სამიზნეა ამ ზაფხულში. გარდა ამისა, კატალონიელები “არსენალის” მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის ვარიანტსაც განიხილავენ, რომელიც მათი აღზრდილია, თუმცა, მისი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, ესპანელი ფეხბურთელის შეძენა გაცილებით რთული იქნება.