მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელისა და ანტონელას ქორწილის დეტალები

ლიონელისა და ანტონელას ქორწილის დეტალები

“ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის, ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გავლენიანმა გამოცემამ Sport-მა გაავრცელა.

თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ზეიმს “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ვერ დაესწრება. წყაროს ინფორმაციით, მესი ჩავის ნაბიჯებს გაჰყვა და მან საქორწილო მისაწვევი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობის წევრებს არ გაუგზავნა (ჟოან ლაპორტასა და სანდრო როსელის ჩათვლით).

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ქორწილს ჟერარ პიკე. ესპანელი მცველის არყოფნის მიზეზი მისი მეუღლის, შაკირასა და მესის საცოლეს, ანტონელას შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება გახდეს.

24 ივნისს მესი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, 30 ივნისს, როსარიოში კი როკუცოსთან ურთიერთობას ოფიციალურად დააკანონებს. ლიონელსა და ანტონელას ორი შვილი ჰყავთ – ტიაგო და მატეო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • becool
    schedule 08 ივნ 2017, 18:31

    ხვალ არგენტინა-ბრაზილია
    14:00 საათზე გავა უნივერსალზე,პირდაპირ ეთერში

  • lado-barca
    schedule 08 ივნ 2017, 17:18

    აბა ბედნიერად ქორწილში! heart_eyes kissing_heart

    ციტატა: KoCheQsa
    მეც და მასკერანოსაც დღეს დაბადების დღრ გვაქვს 🙂


    გილოცავ!

  • BarcaDila
    schedule 08 ივნ 2017, 16:58

    იმედია ქორწილის წინ მაინც მოიპარსავს წვერს

  • Gerip3
    schedule 08 ივნ 2017, 16:10

    შაკირას ინტერვიუ წავიკითხე ამასწინათ და რასისულელეაო:) არავისთანარ გვაქ კონფლიქტიო და ქორწილშიც დაპატიჟებულები ვართო:)) რასაღარ მოიგონებენ ხოლმე

    ციტატა: KoCheQsa
    მეც და მასკერანოსაც დღეს დაბადების დღრ გვაქვს 🙂


    გილოცააავ

  • მესი-სუა-ნეი
    schedule 08 ივნ 2017, 16:02

    ციტატა: KoCheQsa
    მეც და მასკერანოსაც დღეს დაბადების დღრ გვაქვს 🙂


    😀 გილოცავ ძმა 😀

  • KoCheQsa
    schedule 08 ივნ 2017, 15:34

    მეც და მასკერანოსაც დღეს დაბადების დღრ გვაქვს 🙂