არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, როცა მის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ლიონელ მესი.
“ისეთი მოთამაშეები, როგორიც მესი და დიბალაა, არგენტინის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან. როდესაც მესისთან კონტაქტში ვიყავი, მან ჩემს ყველა მოლოდინებს გადააჭარბა. ლეო – ძალიან უბრალო ადამიანი და შესანიშნავი პარტნიორია გუნდში. ის ლიდერია ღვთისგან, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება ეროვნული გუნდისთვის. “ბარსელონაში” მესიმ იპოვა თავისთვის გუნდური თამაში და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მისთვის იგივე პირობები არგენტინის ნაკრებში.” – ციტირებს სამპაოლის Ole.



