workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დუგლას კოსტა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

დუგლას კოსტა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

ესპანურ პრესაში გუშინ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი შემტევის, დუგლას კოსტას შეძენას გეგმავს. კატალონიური Sport 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დადებით და უარყოფით მხარეებს გვთავაზობს.

დადებითი

ერთი-ერთზე თამაში: “ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც ერთი-ერთზე თამაში შეუძლია” – ასე გაამართლა პეპ გვარდიოლამ დუგლას კოსტას “ბაიერნში” მიყვანა. სწორედ ამიტომ ინტერესდება ბრაზილიელით “ბარსელონაც”. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქის საჯარიმოსთან სიტუაციის შეცვლა შეუძლია და რომელსაც მცველები უნდა უფრთხოდნენ.

მრავალმხრივობა: დუგლას კოსტას შეტევის 3 პოზიციაზე თამაში შეუძლია. უპირველესად – ფლანგებზე. მისი ძლიერი მხარეებია კარგი პასი და დრიბლინგი. მას შეუძლია “ბარსელონას” სიახლე შესთავაზოს.

ნეიმართან ურთიერთგაგება: ისინი ერთმანეთს ბრაზილიის ნაკრებიდან იცნობენ და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთმანეთს ავსებენ – როდესაც ნეიმარი მარცხენა ფლანგზეა, დუგლას კოსტას შეუძლია მარჯვენა ფლანგი აითვისოს.

ფასი: “ბარსელონას” ჯერა, რომ ფეხბურთელის 25 მილიონად ყიდვა შეუძლია, რაც, დღევანდელ ბაზარზე, იაფია. ბრაზილიელის გადაწყვეტილებამ, დატოვოს “ბაიერნი”, მისი ფასის შემცირება გამოიწვია.

უარყოფითი

ტრავმები: 2016/17 წლების სეზონში კოსტა ტრავმება დატანჯა. კუნთის დაზიანებებთან ერთად, მან მუხლის ტრავმაც მიიღო, რაც მის თამაშზეც აისახა. ასეთი ფეთქებადი ფეხბურთელისთვის ეს დიდი პრობლემაა.

ხასიათი: კოსტა თავს კარგად ვერ გრძნობს, თუ მას გუნდში მნიშვნელოვანი როლი არ აკისრია. ეს გასულ სეზონშიც გამოჩნდა. სეზონის ნახევარი, ბრაზილიელი ამბობდა, რომ გუნდს დატოვებდა, თუ სიტუაცია არ შეიცვლებოდა. ამან მისი და ანჩელოტის ურთიერთობა გააფუჭა. როგორ შეეგუება ის “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამს?

ცოტა გოლი: დუგლას კოსტას ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ მათ შორის გოლების გატანა არ შედის. ის თავადაც აღიარებს, რომ ამ კომპონენტის გაუმჯობესება მართებს. თუმცა, საეჭვოა, 26 წლის ასაკში, მან რადიკალურად შეცვლა მოახერხოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • lado-barca
    schedule 08 ივნ 2017, 16:52
    #6

    კარგი ფეხბურთელია ზამენას დახატავს!

  • messi-neymar
    schedule 08 ივნ 2017, 15:23
    #5

    სანამ ოფიციალურად არ დასტურდება ვინმეს შეძენა იქამდე არაფერი დაწეროთ რა გასაგებია რომ არსებობს ბევრი ვარიანტი ფეხბურთელების შეძენის და ამას ყველაფერს ბარსა განიხილავს მაგრამ რა აზრი აქ ამ უაზრო ჭორებს თუ საბოლოოდ კლუბისთვის არაფერი შეიცვლება და ვერავის ვერ შეიძენს. აქაც ხო სპორტული გაზეთებია არაა სადაც უაზრო ინფორმაციას წერენ რომ ფურცლები შეავლონ და გაყიდვადი გახდეს

  • tigresa
    schedule 08 ივნ 2017, 14:40
    #4

    აუ დავიღალე რაა ამ ჭორებით და გაზეთების სპეკულაციებით. ნუღა დებთ რა.. რო გაიფორმებენ მერე დადეთ სიახლე. ავბუნტდებით, დავიწყებთ ბჭობას კარგია თუ არა და მეორე დღეს უარყოფენ არა, აღარ მოდისო:))) ნერვებზე თამაშობენ ეს ჟურნალისტები

  • Bob Marley
    schedule 08 ივნ 2017, 14:34
    #3

    კოშტას გადმოსვლა ბარსაში ჩემი აზრით გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს

  • 10 leo
    schedule 08 ივნ 2017, 13:49
    #2

    დელე არლი ამის მაგივრად.არანაირი შემტევი არარი საჭირო,პაკო აუცილებლად მოუმატებს.ან დემბელე თუ შეძლებენ ყიდვას დუგლას კოშტა რატომღაც არ მინდა.

  • Magician
    schedule 08 ივნ 2017, 13:45
    #1

    კოსტასი არ ვიცი, მაგრამ ვინმეზე ვინმემ რამე თქვას ოფიცილაურად. რა უაზრობა არის ეს ამდენი ჭორი.