workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “არსენალს” 51 მილიონ ევროს შესთავაზებს

“ბარსელონა” “არსენალს” 51 მილიონ ევროს შესთავაზებს

“ბარსელონა” “არსენალს” ექტორ ბელერინის სანაცვლოდ 51 მილიონ ევროს შესთავაზებს და თუ ივნისის ბოლომდე შეთანხმება არ შედგება, კატალონიელები ნელსონ სემედუს ტრანსფერზე იმუშავებენ.

თავად ბელერინს მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კი ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას ისახავს მიზნად.

მოცემულ მომენტში “არსენალის” რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ “მეთოფეები” ალექსის სანჩესის, იოზილისა და ჩემბერლენის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, ისინი სავარაუდოდ, სხვა წამყვან მოთამაშეებს არ გაუშვებენ.

როგორც იცით, თავად არსენ ვენგერი ბელერინის წასვლის წინააღმდეგია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward