ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი ირიბად მიანიშნებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ის კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
“ვიცი, რომ ამ საკითხზე ბევრი საუბრობს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემ სახელს “ბარსელონას” უკავშირებენ. თუმცა, ეს ის საკითხია, რომელიც ჩემზე არაა დამოკიდებული. “ბარსელონა” არ დამკავშირებია.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას – ამ ტურნირზე თამაში უმაღლესი დონის ყველა ფეხბურთელს სურს.
ერნესტო ვალვერდე არის მწვრთნელი, რომელსაც კარგი ფეხბურთი მოსწონს. ის ყველა გუნდში წარამტებით მუშაობდა და “ბარსელონასთვისაც” კარგი არჩევანია.
“ბარსელონას” ფეხბურთელებთან ურთიერთბა ნაკრებში? მათთან კარგი ურთიერთობა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაქვს.” – ციტირებს ბელერინის სიტყვებს Mundo Deportivo.
იმისათვის, რომ ბელერინმა, მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, მან გუნდი უნდა გამოიცვალოს.



