“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს, თუმცა აცხადებს, რომ კატალონიური გუნდი აუცილებლად დაბრუნდება.
“მე და ზიდანი ერთმანეთს ვარცხნილობით ვგავართ. ის დიდებული მწვრთნელია, ფეხბურთელი კი, რაღაც განსაკუთრებული იყო. მისი წარმატებები მახარებს, რადგან მან შესანიშნავი სამუშაო გასწია. “რეალს” ვულოცავ. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მათ ზედმეტად თავდაჯერების მიზეზი არ აქვთ რადგან “ბარსელონა” ყოველთვის ბრუნდება.
ვალვერდე ძალიან კარგი მწვრთნელი და ჩემი კარგი მეგობარია. “ბარსელონამ” სწორი არჩევანი გააკეთა.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.



