“ბარსელონას” ცუდი სეზონი “რეალის” ტრიუმფის ფონზე, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერებას აიძულებს.
Le Parisien – ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ყოფილი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ღირსებას იცავს, “ბლაუგრანას” რადარზე მოხვდა. კატალონიელები მასში არდა თურანის შემცვლელს ხედავენ, თურქს კი მედია “არსენალთან” აკავშირებს.
ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით, დი მარიას ტრანსფერში მნიშვნელოვან როლს ლიონელ მესი ითამაშებს, რომელიც ეცდება თანამემამულე “ბარსელონაში” გადასვლაში დაარწმუნოს.



