”მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდასხმის ხაზს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ასევე, მისი თქმით მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კარგი მანერები უნდა ისწავლოს.
”ჩვენი თავდასმა, რომელიც შედგება ჩემგან, ტევესისა და ძეკოსაგან, მსოფლიოში საუკეთესოა. ამ მხრივ ჩვენ უძლიერესები ვართ. ჩვენ ”ბარსელონაზე” და ”რეალზე” უკეთესები ვართ”.
ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ ის ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდზე, რუნიზე უკეთესია: ”რუნი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მანჩესტერში ის საუკეთესო არაა.”
”მლანძღავენ თუ არა ”მანჩესტერ იუნაიტედის” გუშლემატკივრები? არა. ისინი მე ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან: ”მარიო, გადმოდი ჩვენთან”. მაგრამ, მე ვოცნებობ, რომ მათ მოვუგო. ვიცი თუ როგორ აღელვებთ ”ქალაქელების” ფანატებს ეს საკითხი. ადგილობრივი გულშემატკივრები ძალიან კარგად ეპყრობიან.”
ამას გარდა, ბალოტელიმ ჟოზე მოურიონიო და რობერტო მანჩინი შეადარა ერთმანეთს:
”მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ როგორც ადამიანი, ის უნდა გახდეს უფრო ზრდილობიანი და თავაზიანი. განსაკუთრებული ეფექტი ჩემზე მანჩინიმ მოახდინა. მალე ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება. ადამიანურ თვისებებში ის მოურინიოზე 10 კილომეტრით წინაა” – განაცხადა ბალოტელიმ La Gazetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



