“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს პირადად არ იცნობს, მაგრამ ამისთვის დრო არსებობს.
“ვალვერდეს არ ვიცნობ. თუმცა, წინასასეზონო მზადებისას, ამის დრო გვექნება.
მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მის მიერ გაწვრთნილი გუნდებიდან გამომდინარე მაქვს. მაგალითად, “ბილბაოდან”. როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, მიზანი უცვლელი დარჩება – ყველა ტიტულის მოგება.” – ციტირებს ლეოს სიტყვებს Marca.



