ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” ახალ მწვრთნელად ოფიციალურად უკვე წარადგინეს. ამის შემდეგ, 53 წლის სპეციალისტმა, ახალი სტატუსით, პირველი კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონას” გაწვრთნა ჩემ კარიერაში უდიდესი გამოწვევა იქნება. ჩემი წინამორბედები უმაღლესი დონის სპეციალისტები იყვნენ – ლუის ენრიკე, ტიტო ვილანოვა, პეპ გვარდიოლა, იოჰან კრუიფი. როდესაც მათზე ვფიქრობ, ვაანალიზებ, რომ ეს ის გამოწვევაა, რომელიც მსურდა.
კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს არჩევანის ჩემზე შენარჩუნებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, ამ ნდობას გავამართლებ.
“ბარსელონას” სტილი მთელ მსოფლიოში ცნობილია. ჩემი მიზანია, იგივე სტილით თამაში განვაგრძო, მასთან ადაპტაცია გავიარო და თუ შესაძლებელია, ცოტა რამ შევმატო კიდეც. შევეცდები, გუნდი ვათამაშო პასებზე აგებული ფეხბურთით, როდესაც მოთამაშეები შეეცდებიან ბურთი მალე მოიპოვონ. პირველ რიგში კი, გუნდი დაბალანსებულ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს.
ბედნიერი ვარ, რომ ლეო მესის გაწვრთნის შესაძლებლობა მეძლევა. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება. როდესაც ფიქრობ, რომ მესიმ თავის პიკს მიაღწია, მომდევნო დღეს ის კვლავ გაგაოცებს. იმედი მაქვს, მისი ფეხბურთით სიამოვნებას კვლავ მივიღებ და თუ შესაძლებელი იქნება, მას განვითარებაში დავეხმარები.
ზაფხულში, გვაქვს ტური, რომლის დროსაც 3 დიდ გუნდს ვუპირისპირდებით. ჩვენი მიზანი ესპანეთის სუპერ თასზე, “რეალთან” გასამართი მატჩისთვის კარგად მომზადებაა. ამ ტიტულის მოგება გვინდა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში, ყველა ტურნირს მოვიგებთ.” – ვალვერდეს ამ სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
აბა რაააააააააა
ისა არ ქნა რომ რეალის ნაირი მწვრთნელი იყო 2016 ბარსასთან 4-0 რო წააგეს
მიდი ვალო
არაფერს შეეცდები, ყველაფფერი ათიანზე უნდა შეასრულო და იმედები გაგვიმართლო თორემ…..
ისე არ მოხდეს რ ო დეკემბრიდანვე წახვიდე გუნდიდან!
მიდი აბა
😀 საქმე ლაპარაკის ნაცვლად
ნაციონალი არ გეგონოთ:დდდ 😀
ნზონზი და ერერათი აპირებ ყველაფრის მოგებას ხო კიდე პარეხოთი?
აბა შენ იცი!!!
ვილანოვაც ასე ამბობდა, საწყალი..
აბა შენ იცი იმედები არ გამიცრუო …
ენრიკე რომ წავიდა კარგი გააკეთა.ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ გამოვარდით და დავკარგეთ ტიტულები