“ბარსელონას” მცველი კარლეს პუიოლი სამშაბათს არ მივიდა ვარჯიშზე მარცხენა ფეხის მუხლში ტკივილების გამო,ასევე ვარჯიშზე არ იმყოფებოდა დანი ალვესი,რომელიც გადის სპეციალურ მკურნალობას.
დანარჩენმა მოთამაშეებმა,რომლებიც მონაწილეობდნენ პირველ მატჩში “ბეტისის” წინააღმდეგ,ჩვეულებრივ ივარჯიშეს.ყურადსაღებია ტიაგოს ყოფნა,რომელიც შემდეგი სეზონიდან ოფიციალურად გადავა პირველ გუნდში და ბარტრა,რომელიც გამოძახებულია პუიოლის ნაცვლად.

პუიოლს მარცხენა ფეხის მუხლში ტკივილები აწუხებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


