მოგეხსენებათ, ხვალ სათასო მატჩია, ამიტომაც გვარდიოლამ უკვე დაასახელა სავარაუდოდ თუ ვინ იქნება ხვალ განაცხადში. პუიოლი და ალვეში, თამაშზე არ მიემგზავრებიან. მოგეხსენებათ, ალვეშს აქვს დაზიანება, ხოლო რაც შეეხება პუიოლს, როგორც ჩანს ფეხზე პრობლემები მასაც ქონდა, ამიტომაც გვარდიოლამ გადაწყვიტა არ გაერისკა და პუიოლი განაცხადს მიღმა დატოვა.
რაც შეეხება ლეო მესის, რომელმაც გუშინ არ ივარჯიშა იმის გამო, რომ გაციებული იყო გაემგზავრება არგენტინელი “ბეტისში”, მან დღევანდელ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც “სიუდად ესპორტივაზე” გაიმართა. მეორე გუნდიდან შეყვანილნი არიან: ბარტრა.
ეს კი განაცხადი:
მეკარეები: ვალდესი, პინტო
მცველები: ადრიანო, მილიტო, პიკე, ბარტრა, მაქსველი, აბიდალი
ნახევარმცველები: მასკერანო, სერხიო, ხეფრენი, აფელაი, ჩავი, ინიესტა, კეიტა
თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, ბოიანი



