“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა “ოქროს ბურთზე” საუბრობს და ფიქრობს, რომ ის კატალონიური კლუბის ლიდერმა, ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს.
“ესპანელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მაშინ უნდა მოეგო, როდესაც ჩვენი ნაკრები მაღალ დონეზე იდგა. პირადად მე არ ვნანობ, რომ ამ ჯილდოს მფლობელი ამ გავმხდარვარ. შეგიძლიათ ამაზე ბევრი იდავოთ, მაგრამ მესი ყველას აღემატება”, – აცხადებს ინიესტა.
მესის “ოქროს ბურთი” 5-ჯერ მოუგია – 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში.



