როგორც Mundo Deportivo გვამცნობს, “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი ხელმძღვანელი, ერნესტო ვალვერდე გახდება.
ესპანელი სპეციალისტი უკვე “კამპ ნოუზე” ჩავიდა და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალურ გამოსვლას ელის, რის შემდეგაც ვალვერდე პრესკონფერენციას გამართავს.
ერნესტო ვალვერდე ამ პოსტზე ლუის ენრიკეს შეცვლის, რომელმაც კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.



