სუარესი: “ენრიკეს ხელმძღვანელობით ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე”

სუარესი: “ენრიკეს ხელმძღვანელობით ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიმართ მადლიერება გამოთქვა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტისგან ბევრი ისწავლა.

“მე ვიყავი მოთამაშე, რომელიც ბურთის დაკარგვის დროს ხელებს უშვებდა და მისი მიღების შემდეგ შესაძლებლობას ელოდებოდა. ლუის ენრიკე ამბობდა, რომ ჩემი მხრიდან პრესინგის ყოველ წამზე გუნდი სარგებელზე მიდიოდა. გარდა ამისა, მან მთხოვა არბიტრებთან ნაკლებად მეკამათა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრს მიღმა რჩება, მან მე ბევრი მასწავლა. ის ასევე თავდამსხმელიც იყო და იცის, თუ როგორაა საჭირო მოედანზე გადაადგილება, რათა გუნდის სასარგებლოდ იმოქმედო. ასე რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მე ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე.” – ციტირებს სუარესს Mundo Deportivo.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward