“ბარსელონამ” ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარ და სილვას შემცვლელი იპოვა.
ესპანური პრესა იტყობინება, რომ ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის ადგილს მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი დაიკავებს, რომლის ტრანსფერი, ბრაზილიელის სანაცვლოდ მიღებული თანხის გათვალისწინებით, უპრობლემოდ შედგება.
მიმდინარე სეზონში, გრიზმანმა 26 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

